ზურაბ ჭიაბერაშვილი-“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მთელი სისტემა არია”

"მილიარდერი ივანიშვილის მთავრობა ხალხს აღარიბებს და ათასობით ადამიანს სოციალურ დახმარებას უწყვეტს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვამ ამ სფეროში ყველაფერი არია, სამინისტროს კი მდგომარეობის გამოსწორების გეგმა არ აქვს.

“ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემა ვერ გადაჭრა, იქიდანაც ჩანს, რომ პრაქტიკულად ამოიწურა პროგრამის “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09) 15 მლნ ლარიანი წლიური ბიუჯეტი. არადა ჯერ მხოლოდ 12 აგვისტოა. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 13.7 მლნ ლარი უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.

7 თვეში ამოიწურა სხვა პროგრამის 9 თვის ფინანსებიც. ესაა “სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება” (35 03 03 07). მიზეზი მარტივია: რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ რაიონული საავადმყოფოების დატვირთვა ჰოსპიტალურ ნაწილში მკვეთრად შეამცირა (საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის 2/3 თბილისში იხარჯება), ამ საავადმყოფოებში სამედიცინო სერვისების რაიოდენობამაც იკლო. ამიტომ სულ უფრო მეტი პაციენტი ხდება გადასაყვანი თბილისში, ქუთაისსა და კიდევ 2-3 ქალაქში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მთელი სისტემა არია, მდგომარეობის გამოსწორების გეგმა კი, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს”-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 61 აბი ნარკოტიკი ამოიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები უეფას სუპერთასის ფინალურ მატჩს დაესწრნენ