ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო. ამის შესახებ ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს უნდა ემსჯელა პატიმართა წამების საქმეზე, რომელშიც პროკურატურამ ბრალი იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს წაუყენა.

ადეიშვილს ამ საქმეზე რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ესენია: სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, დანაშაულის პროვოკაცია და მტკიცებულების ფალსიფიკაცია.

აღნიშნულ საქმეში ბრალდებულია დავით ჭკადუაც.

ოთარ კახიძის განცხადებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და პროკურატურას საქმეში მოწმეებიც არ ჰყავს.

“ერთმა მოწმემ ჩხატარაშვილმა უარყო ჩვენება. მეორემ კი განაცხადა, რომ მას ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს,” – აცხადებს ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშილატვიის პრემიერი – საქართველოს დავეხმარებით, განახორციელოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესისთვის საჭირო რეფორმები
შემდეგი სტატიაპარლამენტში მომხდარი ჩხუბისთვის აკაკი ბობოხიძე დაისაჯა