ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ზუგდიდში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან  საგანგებო თათბირი გამართა . შეხვედრის მთავარი მიზანი  ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის მოკვლევა და დადგენა იყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესაბამის სამსახურებს და გამგებლის წარმომადგენლებს  შემთხვევის ადგილებზე გასვლა და  მუშაობის გაძლიერება დაავალა.

“ჩვენ მზად ვართ დავადგინოთ ის ზარალი, რაც მოსახლეობას მიადგა გუშინ ძლიერი ქარის შედეგად. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია ადგილობრივთა თხილნარებში მოსავლის 30, ზოგიერთ ადგილებში კი 50 პროცენტიც კი. ჩვენი ამოცანაა ზუსტი მონაცემები დავადგინოთ თუ რა მასშტაბის ზარალთან გვაქვს საქმე და ამის შემდეგ უკვე ვიმსჯელოთ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზეც. ამ ეტაპზე მაინც მთავარი ზარალის დადგენაა”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი.

banner
წინა სტატიაშიODIHR – საპრეზიდენტო ვეტო უფრო სერიოზულ მოპყრობას საჭიროებს
შემდეგი სტატია,რეფორმატორები” კოლეგებს საპროტესტო აქციებისაკენ მოუწოდებენ