ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

ზაქარია ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს. როგორც დეპუტატი აცხადებს, ის უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 11-მა წამყვანმა აკადემიურმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ დაასახელა და ამ წარდგენას იღებს

როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ის უახლოეს დღეებში ყველა იმ ორგანიზაციის საინციატივო ჯგუფს შეხვდება და მართლმასაჯულების სფეროში საკუთარ ხედვებს გააცნობს. მისი თქმით, შეხვედრაზე მოწვეულნი იქნებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, თუკი მას პარლამენტი და პრეზიდენტი მხარს დაუჭერენ, ის „ქართული ოცნების“ წევრობაზე უარს იტყვის.

„თუ პრეზიდენტი და პარლამენტი მხარს დაუჭერენ ჩემს კანდიდატურას, ვდგები იმ ვალდებულების წინაშე, რომ დავტოვო მმართველი პარტიის წევრობა”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიამ მადრიდში უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ალაპარაკდა