“ვფიქრობ, ყველანი უნდა დავდუმდეთ და დაველოდოთ სასამართლო პროცესს”

რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით შეფასებებისგან თავს იკავებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.

“მე არ გამოვდგები მოსამართლის აცილება არაცილების პროცედურების შემფასებლად, ეს სასამართლო პრეროგატივაა და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს,” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

თავდაცვის მინისტრს მიაჩნია, რომ ყველა უნდა გაჩუმდეს და დაელოდის პროცესების განვითარებას.

“ვფიქრობ, ყველანი უნდა დავდუმდეთ და დაველოდოთ სასამართლო პროცესს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი აზრი არ გვაქვს, აზროვნება უნდა დავკარგოთ, ლოგიკურად უნდა გავერკვეთ რა ხდება და როგორ ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მუდმივად სასამართლო გადაწყვეტილებებს ვიზიარებ და ვეთანხმები. მაგრამ, დემოკრატიულ ქვეყანაში არსებობს მინიმალური წესები, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშითბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: საქმის მიმდინარეობაში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს