დავით ბაქრაძე: საქმის მიმდინარეობაში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს.
როგორც ბაქრაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, ეჭვს აჩენს ის ფაქტიც, რომ საქმის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქმის მიმდინარეობაში სერიოზული კითხვის ნიშნები არსებობს. პირველი გახლავთ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც არის არაპროპორციული და რომლითაც მან „რუსთავი 2“-ის მთელი ქონება დააყადაღა. ეჭვს აჩენს ის სისწრაფე, რა სისწრაფითაც საქმის განხილვა მიმდინარეობს. მესამე საკითხი შეეხება თავად მოსამართლე ურთმელიძეს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესის მიმდინარეობის დროს მისი ოჯახის წევრების შესახებ სენსიტიური და სერიოზული ინფორმაცია გაჟღერდა, ადამიანი მაინც დაჟინებით ითხოვს, რომ მან გადაწყვეტილების მიღება საქმეზე გააგრძელოს.  სუფთა ადამიანურად ნებისმიერი პირი ამ ფაქტების გასაჯაროების შემდეგ იტყოდა, რომ მომეშვით და სხვამ გადაწყვიტოს ეს საქმე. მოსამართლე ურთმელიძე პრინციპულად ითხოვს, რომ საქმეზე გადაწყვეტილება ბოლომდე მან მიიღოს.  არსებობს ეჭვი, რომ მას აქვს დავალება, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილება სწორედ მან მიიღოს. ყველასთვის გასაგებია ვისი დაინეტერესებაა საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, ყველანი უნდა დავდუმდეთ და დაველოდოთ სასამართლო პროცესს”
შემდეგი სტატიასაპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა