ვიდეო–რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა

რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა

რუსეთმა წარმატებით გამოსცადა ბალისტიკური რაკეტა РС-12М «Тополь» – ამის შესახებ რუსული “ტასი” იტყობინება. კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა РС-12М «Тополь» “კაპუსტინ იარ”-ის პოლიგონიდან გაუშვეს, რომელიც არხანგელსკის მხარეში მდებარეობს. გაშვების მიზანი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა იყო.

გამოცდაზე რაკეტამ მითითებული სიზუსტით მიაღწია მიზანს, რომელიც პოლიგონ “სარა-შაგანი” იყო ყაზახეთში.როგორც სპეციალისტები ამბობენ, “კაპუსტინ-იარი” უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით.
დღესდღეობით ხუთ სახელმწიფოს აქვს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები: აშშ-ს, რუსეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და ჩინეთს.

 

https://youtu.be/xXzBRZTNLg8

banner
წინა სტატიაშიდღეს უკრაინაში ეროვნული დღესასწაულია–უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!
შემდეგი სტატია“თაიმერის” ექსკლუზივი–06.10.1992 გაგრის ბატალიონი და დღემდე უცნობი დოკუმენტაცია