საქართველოს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა.
როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვაზისუბანში მდებარე, კეთილმოწყობილი, ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ბექა მარგიშვილის ოჯახს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა.
შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი მიმდინარე წლის 4 აპრილს, მეტროსადგურ “ვარკეთილთან” მომხდარი ინციდენტის დროს მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.