«А’Студио»-ს პირველი სოლისტი ბატირჰან შუკენოვი გარდაიცვალა

«А’Студио»-ოს პირველი სოლისტი ბატირჰან შუკენოვი ინფარქტით გარდაიცვალა.
მუსიკოსი 53 წლის იყო.
ტრაგედიის დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.
მომხდარის შესახებ მოქმედი «А’Студио»-ოს წევრებმა მწუხარება გამოთქვეს და ოჯახს და მეგობრებს მიუსამძიმრეს.
ბატირჰან შუკენოვი ყაზახეთში დაიბადა. მან მუსიკალური კარიერა საქსაფონისტად დაიწყო. 1988 წლიდან კი ჯგუფ «А’Студио»-ოს ფრონტმენი გახდა, რომელიც მისმა მეგობრებმა დააარსეს.«А’Студио»-ოს სახელწოდება რუსული ესტრადის პრიმადონას ალა პუგაჩოვას სახელს უკავშირდება…

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინა გადასცა
შემდეგი სტატიანეპალში მაშველებმა 4 თვის ბავშვის გადარჩენა შეძლეს+ ფოტო