ნინო ბურჯანაძე – ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

ნინო ბურჯანაძე: ვიმედოვნებ, რომ თუნდაც საარჩევნოდ, „ქართული ოცნება“ შეეცდება სამართლიანობა ადამიანების გარკვეული ნაწილის მიმართ მაინც აღდგეს

“დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აზრით, არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხელისუფლებაში რეალური ცვლილებები წარმოადგენს.
ამის შესახებ ბურჯანაძემ მთავრობაში მიმდინარე ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.
“ქართული ოცნება” რომ აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, დღეს კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა და კიდევ ერთხელ დავანახეთ მსოფლიოს, რომ მართლაც უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის დროს ხელისუფლებაში გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრები იცვლებიან”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში მხოლოდ ტექნიკური ცვლილება აბსოლუტური კატასტროფის ტოლფასია და უმძიმეს ვითარებაში ჩააყენებს ქვეყანას.
“არათუ ღარიბაშვილი, ივანიშვილიც კი ვერ აკონტროლებს სიტუაციას და ვერ ფლობს რეალობის შესახებ ინფორმაციას. ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და რეალური ცვლილებები ხელისუფლებაში. სხვაგვარად ლარის კურსი დაეცემა, მოსახლეობის გაღარიბება გაგრძელდება და ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი იმდენად გამწვავდება, რომ ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება,” – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძემ პრემიერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს სასაცილო უწოდა და აღნიშნა, რომ “ეს არის საბავშვო ბაღი, სამარცხვინო სიტუაცია”.
“ეს იცის იმან, რომ იმ ადამიანებს ვირჩევთ ქვეყნის ბატონ-პატრონად, რომლებიც პოლიტიკური ცხოვრების გაგებაში არ არიან და ბიზნესისა და საწარმოების მართვის გარდა, არასოდეს არაფერი უკეთებიათ, რომელთათვისაც ოფიციალური თუ სამუშაო ვიზიტი დიდი მიღწევაა და ჰგონიათ, რომ თუ საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვა სტუმრად, ეს არის ქვეყნის მართვა. ანეკდოტურ სიტუაციაში ვართ. ძალიან გულიანად გავიცინებდი ამ ქვეყნის მტერი რომ ვიყო, მაგრამ ნამდვილად არ გვაქვს სასაცილოდ საქმე იმ ადამიანებს, ვისაც გვიყვარს და გული შეგვტკივა ჩვენს სამშობლოზე,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – ვიმედოვნებ, პროკურატურა გონიერებას გამოიჩენს და ბესო გაზდელიანის პატიმრობას არ მოითხოვს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ბექა მარგიშვილის ოჯახს ბინა გადასცა