ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა

პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ ვახტანგ გომელაურს მხარი დაუჭირა.
ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია, რადგან ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა.
გომელაური ამ პოსტზე 6 წლის ვადით არის დამტკიცებული. ახალი სტრუქტურა – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.
რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცებამდე, ვახტანგ გომელაურს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე: ივანიშვილი მოქმედი ფიგურა რომ იყოს, გუნდში კარგი თავდამსხმელი და დამცველი გვეყოლებოდა
შემდეგი სტატია,,ის ადამიანები რომლებმაც მომავლის იმედით შემოხაზეთ 41-ი ახლა რას ფიქრობთ?!,,