დავით საგანელიძე: ივანიშვილი მოქმედი ფიგურა რომ იყოს, გუნდში კარგი თავდამსხმელი და დამცველი გვეყოლებოდა

“ივანიშვილი მოქმედი ფიგურა რომ იყოს, გუნდში კარგი თავდამსხმელი და დამცველი გვეყოლებოდა,”- ასე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას მმართველი კოალიციის ლიდერი, დავით საგანელიძე.

“სამწუხაროა, რომ დღეს ბიძინა ივნიაშვილი არ არის ძირითადი მოქმედი პოლიტიკური ფიგურა. რომ იყოს, კარგი იქნებოდა, რადგან გუნდში გვეყოლებოდა კარგი მოთამაშე, თავდამსხმელი და დამცველი. სათადარიგო ნამდვილად არის. არსებობს მოლოდინი, რომ გარკვეული ხარვეზების შემთხვევაში აუცილებელია სათადარიგო მოთამაშე, რომელიც ძალიან ბევრ რამეს კარგად შეცვლის,” – განაცხადა დავით საგანელიძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლება რუსეთთან დიალოგს არ დაიწყებს, საზღვრის გადმოწევის პროცესი გაგრძელდება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა