ვახტანგ გომელაური – გპირდებით, თუ პოლიციელები დამნაშავეები იქნებიან, აუცილებლად დაისჯებიან

თბილისში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაკარგულად ითვლება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პირობას დებს, რომ თუ ლიკა კიკიანის საქმეში პოლიციელების დანაშაული გამოიკვეთება , ისინი აუცილებლად დაისჯებიან. ამის შესახებ ვახტანგ გომალაურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ ლიკა კიკიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.
“რა ინფორმაციაც მოიძია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, დასკვნა დადო და რომ გაჩნდა კითხვები, აქედან გამომდინარე, საქმე გადაეგზავნა პროკურატურას და ის იძიებს ამ საქმეს. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როდესაც ადამიანი მიდის და მიაქვს ექსპერტიზის დასკვა, რომ დაზიანება აქვს, აქედან გამოდინარე, პროკურატურამ ის უნდა ცნოს დაზარალებულად, მაგრამ სად დაზიანდა, ვინ ცემა და რა მოხდა, აქედან გამომდინარე, მიდის გამოძიება და პროკურატურა დაადგენს. გპირდებით, რომ თუ პოლიციელები იქნებიან დამნაშავეები, აუცილებლად დაისჯებიან”, – განაცხადა გომელაურმა.
ლიკა კიკიანი პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიახლა ვმუშაობ უკრაინაში და საქართველოზე არც ვფიქრობ -სააკაშვილი BBC-ზე
შემდეგი სტატიატარიელ ხეჩიკაშვილი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით რაიმე საშიშროების საფრთხეს ვერ ხედავს