ყარაფილაში მომხდარი აფეთქების ადგილზე ამოღებული დნმ-ის მეორე კვალი ქალბატონს ეკუთვნის.
ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას იური ვაზაგაშვილის მეუღლემ ციალა შანავამ განაცხადა.
„მეორე დნმ-ი ქალის არის“, – აცხადებს ციალა შანავა.
გამოცემასთან საუბრისას ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ გამოძიებისთვის ცნობილია პირი, რომლის დნმ-იც აღმოჩენილია შემთხვევის ადგილზე. თუმცა ვინ არის აღნიშნული პიროვნება არ აკონკრეტებს.
„სოსანაშვილის დნმ-ი დანაშაულის იარაღზე ამოვიდა. რაც შეეხება მეორე დნმ-ს, ის აღმოჩენილი იყო შემთხვევის ადგილზე, საფლავის ფილაზე. ამდენად, პირის იდენტიფიკაცია ამ შემთხვევაში, ბრალის წარსადგენად საკმარისი ვერ იქნება“, – განმარტა ადვოკატმა.