ვაზაგაშვილის ახლობლები “რუსთავი 2”-სა და “მაესტროს” პირდაპირი ეთერს სთხოვენ

VAZAGAპარლამენტის წინ შეკრებილი იური ვაზაგაშვილის ახლობლები “რუსთავი 2”-სა და “მაესტროს” მოუწოდებენ, პირდაპირი ეთერი დაუთმონ .

აქციის მონაწილეთა თქმით, სურთ მათი მოთხოვნები მთელმა საქართველომ გაიგოს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მოითხოვენ ზურაბ ვაზაგაშვილის მამის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობა დაუყოვნებლივ გამოიძიონ და მკვლელები დაისაჯონ.

პარლამენტთან ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები, ადვოკატები და იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები.

banner
წინა სტატიაში„ვაზაგაშვილის სიკვდილს ეს ხელისუფლება გადაჰყვება,“ – ირაკლი წერეთელი
შემდეგი სტატიამარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული ირანელი მოქალაქე დააკავეს