ე.წ სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით კეტავს

აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, ე.წ სამხრეთ ოსეთი ადმინისტრაციულ საზღვარს ორი დღით კეტავს. ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.
“რესპუბლიკის უსაფრთხოების კომიტეტი გატყობინებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი სამგლოვიარო ღონისძიებების დროს უსაფრთხოების რეჟიმის გაძლიერებასთან დაკავშირებით, 7 და 8 აგვისტოს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე მოქალაქეების გაშვების პროცესი შეჩერდება”, – წერია განცხადებაში.
დე ფაქტო უწყების ცნობით, მოქალაქეების გაშვების პროცესი ჩვეულ რეჟიმში 9 აგვისტოდან აღდგება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვიც არ მეპარება, რომ შიდა დესტრუქციულ ძალებს არ სურთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება
შემდეგი სტატიამძღოლებსა და კომპანია “თბილისის მიკროავტობუსს” შორის კონდიციონერებზე ახალი შეთანხმება შედგა