რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული 10 პირი თავისუფალია. ათივე უკვე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს. მათგან 4 – შიდა ქართლის, 6 კი საჩხერის რაიონიდანაა.
ერთ-ერთი გათავისუფლებულის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში კიდევ 8 ქართველი რჩება.