ექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი პროკურატურაში მისი დაბარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

პროკურატურამ ე.წ. კორეტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა

ექსპერტი ავთანდილ გუნთაიშვილი პროკურატურაში მისი დაბარების შესახებ ინფორმაციას უარყოფს და საზოგადოებრივ მაუწყებელთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, თუ რატომ არ მოაწერა ხელი მის მიერვე მომზადებულ დასკვნას.
“მე მუშაობა დავიწყე საჯარო სამართლის სამსახურში. ამდენად, კანონმდებლობით არ მაქვს უფლება, ვაწარმოო სახელშეკრულებო სამუშაოები. ამიტომ დავწერე განცხადება. რაც შეეხება პროკურატურაში ჩემს დაბარებას, ყოფნას, ეს არის სიცრუე”, – აღნიშნა გუნთაიშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” ინფორმაციით, ექსპერტი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით საექსპერტო დოკუმენტი შეიმუშავა, დღეს სასამართლოსთვის მის წარდგენაზე უარს აცხადებს. ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, პროკურატურამ გუნთაიშვილი გაიტაცა და სასწრაფოდ წაიყვანა პროკურატურაში, სადაც ის ზეწოლის ქვეშ აიძულეს, უარი ეთქვა საკუთარ საექსპერტო დასკვნაზე.
“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის ინფორმაციით, დასკვნა, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეზე ექსპერტმა ავთანდილ გუნთაიშვილმა მოამზადა, ერთი ხელის მოსმით ანგრევს აღნიშნულ საქმეს.

banner
წინა სტატიაშითითქმის 9 საათიანი დაკითხვის შემდეგ ირაკლი ალასანიას ყოფილმა მოადგილემ მთავარი პროკურატურა დატოვა
შემდეგი სტატიაჩემი დაბრუნება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული _ გეოპოლიტიკაზე, ჩვენს ხალხზე და ჩემს განწყობაზეც