დღეს დილით გალის დე-ფაქტო მილიციამ ორი ქართველი დააკავა და სასტიკად სცემა. ერთ–ერთი მათგანი კახა შონია საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზარალებულის მშობლებმა სოხუმის დე-ფაქტო პროკურატურას მიმართეს,თუმცა მათ კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. დაზარალებულებს ბრალი ქურდობაში ედებათ. როგორც ბრალდებულები ამბობენ, ისინი ქურდობის მომენტში აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდნენ. ამას დაზარალებულების ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.