საუდის არაბეთმა რუსეთს ,,საღვთო ომი,, – ჯიჰადი გამოუცხადა…

საუდის არაბეთმა რუსეთს ,,საღვთო ომი,, - ჯიჰადი გამოუცხადა...

53-მა საუდელმა სასულიერო პირმა ხელი მოაწერა ონლაინ მიმართვას, სადაც მხარი დაუჭირეს სირიის ხელისუფლების, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ,,საღვთო ომის,, – ჯიჰადის გამოცხადებას…

,,როიტერის,, ინფორმაციით, რუსეთის მიერ სირიაში ჩატარებული საჰაერო ოპერაციები, საუდელმა სასულიერო პირებმა ,,მარლთმადიდებლური ჯვაროსნული ომის ნაწილი,, უწოდეს და ის  საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში შეჭრას შეადარეს, რამაც ასევე ჯიჰადის გამოცხადება გამოიწვია.  საუდელი სულიერი ლიდერების მიმართვის მიხედვით, ყველა მუსულმანმა ,,მორალური, ფინანსური და სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს ყველა იმ სირიელს, ვინც ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის, რამეთუ თუ ისინი დამარცხდნენ, რუსები და ირანელები სხვა სუნიტური მუსულმანური ქვეყნების დამარცხებასაც შეძლებენ,, ნათქვამია მიმართვაში.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი თურქეთთან ერთად, ასადის რეჟიმის მთავარი ოპონენტია რეგიონში, თუმცა ეს ქვეყანა ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგაც ერთვება ოპერაციებში.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიექსკლზუივი-საგარეჯოს არჩევნები „ოცნებას“ საბოლოოდ დაშლის?!
შემდეგი სტატიაისლამურმა სახელმწიფომ პალმირას ტრიუმფალური თაღი გაანადგურა