“ეს უკვე აშკარაა კანონდარღვევაა”– რა დარღვევებზე საუბრობს “პატრიოტთა ალიანსი”

“პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოჩა თევდორაძის ინფორმაციით, საარცევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობამ იკლო. ამის შესახებ მან “თაიმერთან” საუბარში განაცხადა.

“საარცევნო უბნები დაახლოებით ერთ საათში დაიხურება. ამ დროისათვის ამომრჩეველთა აქტივობამ იკლო. ჩვენ დღეს არაერთხელ გავაჟღერეთ, რომ გამგებლები და რწმუნებულები საარჩევნო უბნებზე სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ პირდაპირ აგიტაციებს ატარებდნენ. მიუხედავად ჩვენი მითითებების და აღნიშნული ფაქტის გაპროტესტებისა, არაფერი შეცვლილა და ეს სიტუაცია კვლავ გრძელდება, რაც უკვე აშკარაა კანონდარღვევაა. იმ უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად, რომელიც ჩვენ ხელისუფლებამ შემოგვთავაზა, გამარჯვების რეალური შანსები გვაქვს”,– განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიმარტვილის ქუჩებში მოსეირნე გამგებლები–რა დავალება გასცა ლევან შონიამ
შემდეგი სტატიაუხდის თუ არა ,,პატრიოტთა ალიანსი” აგიტატორებს დღეში 200 ლარს?!