„ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება“

ლარის კურსის დაკორექტირების პროცესში ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

როგორც ვიცე-პრემიერმა განმარტა, მთავრობა შემდგომ დევალვაციას არ ელოდება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩატარებული საპრივატიზაციო მიმართულებით, არის უშუალო შედეგები და კიდევ უფრო მეტი იქნება მომავალში ტურიზმის ზრდისა და ვიზიტორების შემოდინების მაჩვენებლებთან ერთად.

„ამიტომ მე მინდა ვთხოვო მედიასაშუალებს, მაქსიმალურად შეეცადონ, ამ თემით არ იყოს პოლიტიკური სპეკულირება, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც გადის სივრცეში, ძალიან მნიშვნელოვნად აისახება ეკონომიკაზე. როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ არიან მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არის. მინდა ვთხოვო მათ, არავითარ შემთხვევაში არ შექმნან ხელოვნურად დამძიმებული სურათი მედიის საშუალებით. ეს მესიჯი მინდა მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვისაც ყველაზე მეტად ეხება“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ჭამაზე გაგიჟებული ხადური და ბუჩქებში დამალული ეკონომიკის მინისტრი,“ – გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაპროკურატურა პატრულ-ინსპექტორ დავით ბერიკაშვილის დაკავებას უარყოფს