“ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს”- ორგანიზაცია “მოქალაქე” განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე” ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწის შესყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა.
ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს”,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში იზორიების ოჯახი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს