“ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის,” – გიორგი კანდელაკი ლართან დაკავშირებით

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ეკონომიკური პროფილის მინისტრები შესაძლოა პარლამენტში კიდევ ერთხელ დაიბარონ. თუმცა, ამ საკითხზე უმრავლესობაში არ არის ერთიანი პოზიცია. დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ მინისტრების დაბარება აუცილებელია ლართან დაკავშირებული ვითარების უკეთ გასარკვევად. უმრავლესობის სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ ამისთვის მინისტრების სპეციალურად დაბარება საჭირო არ არის.

“მეჩვენება, რომ ეროვნული ბანკი არასაკმარის ღონისძიებებს ატარებს და ამ საკითხს მოვისმენთ”, – განაცხადა კოალიცია ქართული ოცნების დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი მთავრობის გადადგომის აუცილებლობაზე საუბრობს.

“მთავრობა და ბიძინა ივანიშვილი არც კი აღიარებენ, რომ არსებობს პრობლემა. ეს არის რეცეპტი კატასტროფისთვის. არათუ უნდა მოვიდნენ ეკონომიკური გუნდის მინისტრები პარლამენტში, რომლებმაც მოსახლეობის გაღარიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს, არამედ უნდა გადადგნენ, რათა შედგეს ანტიკრიზისული მთავრობა”, – აღნიშნა ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა.

პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა ფინანსთა სამინისტროში, თუმცა პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ იქნება საკანონმდებლო ორგანოს მოთხოვნა, მინისტრი მზად არის პარლამენტში მივიდეს.

banner
წინა სტატიაშიოცნებისტობა ცუდი ტონი ხდება – აცხადებს რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია„რეალური ცვლილებები არ მომხდარა“, – ოპოზიცია ღარიბაშვილის კაბინეტს ნდობას არ გამოუცხადებს