„ერთობა“ – ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!ვის რჩევებს უსმენს ან უნდა მოუსმინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ? ვინ და რა ჯგუფი ცდილობს გავლენების შენარჩუნებას მართლმსაჯულების განხორციელების სფეროში და ყველაზე მთავარი: არის თუ არა სასამართლო პრაქტიკასთან მიახლოებული იმ მოსამართლეთა იდეები, რომლებიც რატომღაც თვლიან რომ ყველაზე მეტი იციან ან ყველაზე უკეთ შეუძლიათ ნინო გვენეტაძის დაკვალიანება?
თავიდანვე აღვნიშნავთ რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ცალკე აღებული (რაოდენ ბევრ უნივერსიტეტშიც არ უნდა წაიკითხონ ლექციები) არ არის მართლმსაჯულების უმაღლესი დონე, მაგრამ ერთობლიობაში სწორედ მათ მიერ საქართველოს სახელით მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს სამართლიანობას და თუ ეს ასე არ არის, მხოლოდ წარსულს არ შეიძლება დავაბრალოთ. ბოლოსდაბოლოს, ხელისუფლების ამ შტოში, ხარვეზების გამოსასწორებლად ჯერ კიდევ ახალი ხელისუფლების სტატუსით შემორჩენილ უკვე დაძველებულ ხელისუფლებას, საკმაო დრო ჰქონდა!
მოკლედ, ვინ და რას ურჩევს მართლმსაჯულების სიმბოლოს?

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!
ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელი დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი ხელს აწერს განცხადებას, რომელსაც უგზავნის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს, სადაც აღნიშნულა: „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 5 ივნისის N1/55 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 5 ივნისის N1/55 გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2008 წლის N1/87 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონკრეტული მოსამართლის დატვირთულობისა და საქმეთა სირთულის გამო, საერთო სასამართლოების მოსამართლეებს (გარდა იმ მოსამართლეებისა, რომელთაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-5 პუქტის თანახმად გაგრძელებული აქვთ სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა), მიეცემათ დანამატი ივნისის თვეში, მოქმედ დანამატთან ერთად თანამდებობრივი სარგოს 100%-ის ოდენობით. მოსამართლეთა გადატვირთულობა ის სამწუხარო რეალობაა, რომელაშიც ჩვენ ვიმყოფებით. სულ რამდენიმე დღის უკან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაცხადდა, რომ სისტემას უნდა დაემატოს 100 მოსამართლის საშტატო ერთეული, რაც თავისთავად იმის დასტურია, რომ ქართველ მოსამართლეებს იმაზე მეტი შრომა უწევთ, ვიდრე მათ უნდა იშრომონ ნორმალური დატვირთულობის არსებობის პირობებში. სწორედ ამიტომ, გადატვირთულობის გამო მათთვის დანამატის გაცემა სრულიად სამართლიანია და ეს საკითხი გათვალისწინებულია სასამართლოს ბიუჯეტში. მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთათვის გადატვირთულობის მოტივით დანამატის გაცემის წესი, სრულად უნდა აკმაყოფილებდეს იუსტიციის საბჭოს 2008 წლის 1/87 გადაწყვეტილებით დადგენილ მოთხოვნებს. წლების მანძილზე, მოწესრიგებული იყო საკითხი იმგვარად, რომ უკლებლივ ყველა მოსამართლე იღებდა დანამატს წელიწადში ოთხჯერ – ყოველკვერტალურად. მიმდინარე წელს შეიცვალა მიდგომა და დაწესდა გაამონაკლისები.

დანამატი აღარ გაიცემა იმ მოსამართლეებზე, რომელთაც ამოეწურათ უფლებამოსილების ათწლიანი ვადა, თუმცა იგი გაგრძელებული აქვთ მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა განხილვამდე. მიგვაჩნია, რომ რადგან დაიშვა საგამონაკლისო წესი და გარკვეულ მოსამართლეებს, რომლებიც იმავე სასამართლოს მოსამართლეებისგან განსხვავებულად არიან დატვირთულნი, აღარ ეძლევათ დანამატი, ეს წესი უნდა გავრცელდეს სხვა მოსამართლეებზეც, რომლებიც იმავე სასამართლოში მომუშავე თავიანთ კოლეგებთან შედარებით ნაკლებად დატვირთულები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში იუსტიციის საბჭოს 2015 წლის 5 ივნისის N1/55 გადაწყვეტილება არ ტოვებს სამართლიანობის განცდას და ეჭვს აჩენს ერთი მხრივ, კონკრეტულ მოსამართლეთა (მათ შორის საბჭოს წევრთა) მიმართ იუსტიციის საბჭოს მიკერძოებული დამოკიდებულების თაობაზე, ხოლო მეორე მხრივ ჩნდება კითხვები ბიუჯეტის სახსრების მართლზომიერ და კეთილსინდისერ განკარგვასთან დაკავშირებით. გთხოვთ, განიხილოთ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხი, ვინაიდან მისი ამ სახით აღსრულება არ ემსახურება მოსამართლეთა გადატვირთულობის გამო მათთვის დამატებითი თანხის გაცემის მიზანს. ცვლილების შედეგად გადაწყვეტილებით დადგენილი წესიდან გამონაკლისი უნდა გავრცელდეს მოსამართლეთა შემდეგ ჯგუფებზე: 1. სასამართლოების თავმჯდომარეები, თავმჯდომარის მოადგილეები, კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეები, რომლებთაც საქმეები განსახილველად ეწერებათ იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეებთან შედარებით ნაკლები ოდენობით, ანუ სარგებლობენ საქმეთა დაწერის დროს გარკვეული შეღავათებით, როგორც ადმინისტრაციული თანამდებობის მქონე პირები. აღნიშნული მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო აღემატება სხვა მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს. შესაბამისად, მათ სწორედ ამ პოზიციის გამო ეძლევათ განსხვავებული ხელფასი და განსახილველად ეწერებათ სხვა კოლეგებთან შედარებით ნაკლები საქმეები. აღარფერს ვამბობთ იმ სასამართლოს კოლეგიების და პალატების თავმჯდომარეებზე, რომლებიც საერთოდ არ არიან დაკავებული საქმეთა განხილვით, ან მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ინაწილებენ საქმეს განსახილველად; 2. იუსტიციის საბჭოს წევრები, რომელთაც იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეებთან შედარებით ნაკლები საქმე ეწერებათ და ასევე იღებენ დანამატს იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის. გთხოვთ საკითხი განიხილოთ უხლოეს საბჭოს სხდომაზე, რათა მოესწორს მისი გადაწყვეტა მიმდინარე წლის ივნისის თვის დანამატის გაცემამდე“.
მშვენიერი და პოპულარული იდეაა „ქამრების შემოჭერის“ პირობებში, მაგრამ…

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!
საქმე ისაა, რომ განცხადების ავტორმა ან არ იცის (რაც გამორიცხულია, მაგრამ ჩავთვალოთ რომ არ იცის) ან შეგნებულად უგულებელყოფს ფაქტს: სასამართლოების თავმჯდომარეებს დრეში სულ ცოტა 10 საქმე ეწერებათ განსახილველად. თუ „ერთობა“ ერთობლივად თუ არა ცალ-ცალკე მაინც გადაავლებს თვალს სტატისტიკას, ნახავს რომ სასამართლოს თავმჯდომარეების უმეტესობას თვეში 200 საქმეზე მეტი აქვთ განხილული. ზოგადად განხილული თუ განსახლილველი საქმეების რაოდენობა რომ არ განსაზღვრავს ამ საქმის სირთულეს ესეც უნდა იცოდეს სამართლიანი იურისტის სტატუსისთვის მებრძოლმა იურისტმა. „ერთობამ“ ისიც უნდა იცოდეს, რომ მათ მიერ განცხადებაში მოყვანილი თანამდებობის პირები საქმეებს ისევ ისე განიხილავენ როგორც ეს 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ იყო და არის! სხვა რომ არაფერი, პრაქტიკაში (და თეორია პრაქტიკას არაა ალბათ მოწყვეტილი) იმის ფუფუნება რომ მოსამართლეზე ნაკლები საქმე განიხილოს თავჯდომარემ უბრალოდ არა რის! გარდა ამისა, კიდევ ვიმეორებ, საქმეთა სიმძიმე არ განისაზღვრება მხოლოდ რაოდენობით! აქ არის კიდევ ერთი „გარდა ამისა“, რაც გამოიხატება იმაში, რომ სასამართლოს ადმინისტრაციული საქმაინობით დაკავებულ მოსამართლეებს აქვთ უამრავი საქმე, როგორიც არის მაგალითად შვეულებების მოწესრიგება, შეხვედრები, თათბირები,, სამეურნეო საკითხები, კანცელარიის საქმაინობის ორგანიზება, ზოგადად სასამართლოს გამართულობის საკითხების მოწესრიგება.
კარგით, ჩავთვალოთ რომ ეს ყველაფერი ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც არაა მოსამართლე, არ იცის, მაგრამ „ერთობაში“ ხომ არიან გაწევრიანებული მოსამართლეები რომელთაც უშუალო შეხება აქვთ მოსამართლის მანტიასთან? კითხვა გაიარა თუ არა ჯანეზაშვილმა პრაქტიკოსებთან კონსულტაციები, ვიდრე ზემოთმოყვანილ განცხადებას ხელს მოაწერდა, უპასუხოდ რჩება, მაგრამ თავად განცხადების არსებობა ცხადყოფს რომ „ერთობა“ ერთობლივად მხარს უჭერს იდეას. სხვა თემაა რომ პრაქტიკოსი იურისტები ამ „ნოვაციას“ „ერთობის“ ერთობლივ გართობას და ვაზელინომანიას უწოდებენ, ფაქტია ის, რაც ზემოთ წაიკითხეთ!

დაბოლოს, რა არის ეს „ერთობა“?
ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობა“ 2013 წლის 4 ივნისს დაფუძნდა და როგორც აცხადებენ 50-ზე მეტ მოქმედი მოსამართლის ინტერესს აერთიანებს. „მოსამართლეთა ერთობა“ არის მოსამართლეთა ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომლის წევრობა ნებისმიერ მოქმედ და რეზერვში მყოფ მოსამართლეს შეუძლია.ორგანიზაციის მიზნებია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის, მართლმსაჯულების ადმინისტრირების პროცესის გაუმჯობესება, მოსამართლეთა კორპუსის გაძლიერება, მოსამართლეთა თვითმმართველობის განმტკიცებისათვის მხარდაჭერა, საზოგადოების ინფორმირება და სამართლებრივი კულტურის ამაღლების ხელშეწყობა.
ასოციაცია „საქართველოს მოსამართლეთა ერთობის“ აღმასრულებელ დირექტორი გახლავთ ნაზი ჯანეზაშვილი. იგი 2003 წლიდან არასამთავრობო სექტორში, კერძოდ, ადამიანის უფლებების სფეროში საქმიანობს. ნაზი ჯანეზაშვილი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ინიციატივაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სტრატეგიული სამართალწარმოება, მართლმსაჯულება, პენიტენციური სისტემა, ქალთა უფლებები და სხვა. 2010-2011 წლებში ნაზი ჯანეზაშვილი იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის თავმჯდომარე, ხოლო 2011-წლიდან 2013-წლამდე – აღმასრულებელი დირექტორი. იმავე პერიოდში მისი მონაწილეობით დაფუძნდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი, რომელშიც 2013 წლამდე გამგეობის წევრი იყო. შემდგომ ნაზი ჯანეზაშვილმა საქმიანობა გააგრძელა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია – „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ – სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ოფისში, პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე. ნაზი ჯანეზაშვილი 2012 წლის დეკემბრიდან არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის თანაკოორდინატორი, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეფექტური მმართველობის და სტაბილურობის საკითხებზე მუშაობს. გარდა ამისა, 2013 წლის ივნისიდან ნაზი ჯანეზაშვილი საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტია.
ანუ, ნაზი ჯანეზაშვილს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არა აქვს სამოსამართლეო გამოცდილება, მაგრამ „ერთობაში“ გაწევრიანებულია არა ერთი მოქმედი მოსამართლე (სხვა თემაა აძლევთ თუ არა მათ კანონი ამის უფლებას) მათ შორის თამაზ ურთმელიძეც.

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?! რატომ გავიხსენეთ ურთმელიძე ამ კითხვაზე პასუხს „ალიაში“ გამოქვეყნებული სტატიიდან ამონარიდით მიიღებთ: „2013 წლის 11 სექტემბრის N114 “ალიაში” დაიბეჭდა სტატია სათაურით: “ჰიპერმარკეტ “ფრესკოში” ვადაგასულ პროდუქციას ყიდიან”, სადაც საუბარი იყო კონკრეტულ ფაქტზე, როგორ შეიძინა “ალიას” ჟურნალისტმა ნინო სამხარაძემ ქათამი და სახლში მიტანისას აღმოჩნდა, რომ ის ყარდა. ქათამი რომ საკვებად უვარგისი იყო და ყარდა, სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემაც დაადასტურა და მარკეტის თანამშრომელსაც არ უარყვია, რომ ქათამს სუნი ჰქონდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ფრესკომ” სასამართლოში იჩივლა და იმის მიუხედავად, რომ ფაქტს რამდენიმე ადამიანი ადასტურებდა, 2014 წლის 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, იმის მომიზეზებით, რომ არ არსებობდა შეძენილი ქათმის უვარგისობის ლაბორატორიული დასკვნა, “დაგვინდო და “ფრესკოს” მიერ მორალური ზარალისთვის მოთხოვნილი 1 000 000 ლარის ნაცვლად, “ალიას” სახელმწიფო ბაჟის – 5000 ლარის და “ფრესკოს” საადვოკატო მომსახურებისთვის 1500 ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, “ალიას” დაეკისრა, პირველ გვერდზე გამოქვეყნდეს ცნობა, რომ სტატიაში აღწერილი სიტუაცია სინამდვილეს არ შეეფერება. ანუ იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ფაქტი, რომელსაც მოწმეები ადასტურებდნენ და არ არსებობდა ფარატინა ფურცელი, მოსამართლემ ერთი ხელის მოსმით, ფაქტების გაუთვალისწინებლად დაასკვნა, რომ სახელმწიფო მოხელე გიგა ქურდოვანიძე, “ალიას” ჟურნალისტი ნინო სამხარაძე, სტატიის ავტორი თამარ ოქრუაშვილი და ზოგადად, “ალია” მატყუარები არიან და ამით მან ჟურნალისტებისა და გამოცემის რეპუტაცია შელახა“.
ირაკლი ცნობილაძე, „ალიას“ ადვოკატი კი იმ პერიოდში აცხადებდა: „საინტერესო აქ ისაა, რომ საქმის განხილვისას მოსამართლემ შეფასება მისცა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მოხდა კონკრეტული ფაქტის შემდეგ. საქმე კი შემდეგშია: ჟურნალისტმა “ფრესკოში” შეძენილი გაფუჭებული ქათამი რომ მიიტანა სახელმწიფო დაწესებულებაში, ესაა “სურსათის უვნებლობის სააგენტო” და იქ ამ სააგენტოს წარმომადგენელმა გიგა ქურდოვანიძემ რომ ნახა და დააფიქსირა, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად იყო უვარგისი, ამას მოჰყვა შემოწმების გაგზავნა ჰიპერმარკეტში, რათა დარჩენილი პროდუქტი შემოწმებულიყო, მოსამართლემ ეს ფაქტები შეაფასა და დაუპირისპირა სტატიაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის შედეგადაც გამოვიდა, რომ თავად გაფუჭებული ქათმის ყიდვის ფაქტი გამოიგონა ერთმა ჟურნალისტმა, ასევე გამოვიდა, რომ ეს ტყუილი დაწერა უკვე მეორე ჟურნალისტმა და იმ სამსახურის წარმომადგენელმა, რომელსაც ევალება სურსათის კონტროლი, ასევე, განაცხადა ტყუილი. ანუ, სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც უშუალოდ სტატიაში იყო მოთხრობილი. ამ ყველაფრიდან კი გამოდის შემდეგი, რომ სასამართლო ამკვიდრებს შემდეგ პრაქტიკას: ნებისმიერ გარემოებაზე, რაზეც ჟურნალისტი აკეთებს სტატიას, უნდა არსებობდეს ექსპერტის დასკვნა! სასამართლოზე მოსამართლემ პირდაპირ განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელის, ქურდოვანიძის აზრი ვერ დაუპირისპირდება ლაბორატორიის მიერ გამოკვლეულ მასალას. ანუ, ეს ლაბორატორიული კვლევა იყო უკვე სულ სხვა მოქმედება, პოსტმოქმედება“.

გამგები გაიგებს რაც ვთქვით, ვისთვისაც ცხოვრების ყველა ეტაპზე თეთრი შავი იყო ან პირიქით, ის ისედაც და ასედაც არაფერს გაიგებს და თუ „ზემოთ“, მართლმსაჯულების დღევანდელი „პირველი ვიოლინოები“, სასამართლოს თავმჯდომარეებს სხვა გზით ვერ იშორებენ თავიდან და „ერთობასთან“ ერთობლივარ აპირებენ „სიმღერას“ ეს უკვე ცალკე სტატიის თემაა, თორემ წესითა და კანონით, სამართლიანობის გათვალისწინებით „ერთობის“ განცხადება მოსამართლეებს ერთობლივად უნდა გადაეხიათ თავზე ავტორისთვის, რომელსაც პროექტებს დღეის მდგომარეობით უფინანსებს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.
დაბოლოს, ერთ-ერთი პროექტის ასე ვთქვათ ანოტაცია, რომელიც „ერთობამ“ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, უკომენტაროდ, დასკვნები თქვენ გააკეთეთ:
„ასოციაცია – „საქართველოს მოსამართლეთა ერთობამ“ პროექტის „მოსამართლეთა როლის გაუმჯობესება სისხლის სამართლის პროცესში“ განხორციელება დაიწყო, რომელიც დაფინანსებულია ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” მიერ.
პროექტის მიზანია სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა საქართველოში. პროექტის ფარგლებში მომზადდება სამი პოლიტიკის დოკუმენტი შემდეგ საკითხებზე:
1.მოსამართლის უფლება მხარეთა ნებართვის გარეშე დამაზუსტებელი კითხვის დასმის შესახებ;
2. მოსამართლის უფლება, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს რეაგირება მოახდინოს პატიმრის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, თუ მისი უფლებები სავარაუდოდ ირღვევა დახურულ დაწესებულებაში;
3. საპროცესო შეთანხმების განხილვის დროს მოსამართლის უფლება, რომ შესწორებები შეიტანოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ სასჯელში“.

banner
წინა სტატიაშიიანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოდან 33 ქვეყანაში 13 165 653 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული
შემდეგი სტატიაშოთა არველაძე “ტრაბზონის” მწვრთნელი გახდა – მისი ხელფასი წელიწადში მილიონ ევროს აჭარბებს