ერთი დოლარი 2.2535 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2535 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, 18 აპრილიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2535 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.2511 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0024 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, 18 აპრილიდან ერთი ევროს შეძენა 2.4390 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.4134 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0256 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა მთავარმა სამმართველომ ექსპერტებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაავღანეთში მომხდარი აფეთქებისას 22 ადამიანი დაიღუპა