ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4310 ლარი გახდა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4310 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4310 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4170 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0140 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7295 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7315 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0020 ლარი შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავას საკითხი შესასწავლად საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა
შემდეგი სტატიასაქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა