საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან პეტრე პოროშენკოსთან სატელეფონო საუბრისას საქართველო – უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობა. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მინსკის შეთანხმების ფორმატი იყოს დაცული, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ევროინტერგაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატების გააქტიურებაზე.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი პეტრე პოროშენკოს უკრაინაში დაგეგმილ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა და პეტრე პოროშენკომ იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4310 ლარი გახდა
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი ირაკლი ალასანიას შეკითხვებს პასუხობს