ელისაბედ II-მ ბრიტანეთს რეკორდული დროის მანძილზე მართავს

ელისაბედ II-მ, შესაძლებელია 400 წლის მანძილზე პირველად გამოიყენოს ვეტოს უფლება რეფერენდუმთან დაკავშირებით

ELISABED MEOREბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II 2015 წლის 9 სექტემბერს ქვეყნის ყველაზე დიდხანს მმართველი მონარქი გახდა. დედოფალმა საკუთარი დიდი ბებიის, დედოფალი ვიქტორიას რეკორდს მოხსნა. დედოფალ ვიქტორიას ტახტი 63 წელი, 7 თვე და ორი დღე ეკავა – ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

დღევანდელი დღის აღსანიშნავად ელისაბედ II მეუღლის, ედინბურგის ჰერცოგის თანხლებით, ედინბურგიდან ტვიდბენკამდე მატარებლით იმოგზაურებს. გზის დასასრულს კი სიტყვით გამოვა და ხელქვეითებს გამოჩენილი ნდობისთვის მადლობას გადაუხდის.

ცერემონიალის ფარგლებში დედოფალი დიდ წინაპარსაც, ბებია ვიქტორიასაც მიაგებს პატივს. ამით ყველაზე ხანდაზმული მონარქის მონაწილეობით, ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დასრულდება. თუმცა ბრიტანელები ღირსშესანიშნავ მოვლენას სხვადასხვა ღონისძიებებით დღის ბოლომდე აზეიმებენ.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3876 ლარი გახდა
შემდეგი სტატიამედია ნემცოვის მკვლელობის გამოძიების შედეგებს აჯამებს