ელდარ შენგელაია – ოღონდ ეკონომიკის მინისტრი კინოსტუდიაში მოვიდეს და სუფრასაც გავუშლით და ვუმღერებთ

ოღონდ ეკონომიკის მინისტრი კინოსტუდიაში მოვიდეს და საკუთარი თვალით ნახოს რა გაკეთდა, სუფრასაც გავუშლით და ვუმღერებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ განუცხადა, რომელმაც კოლეგებთან ერთად პარლამენტში გამართულ დახურულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
კინოსტუდია “ქართული ფილმის” მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შენგელაია ამბობს, რომ კინოსტუდია კინემატოგრაფისტებმა უნდა მართონ. რეჟისორი იმასაც აცხადებს, აქვთ თუ არა გარანტია იმისა, რომ მართვის უფლებით მოსული პირი კინოსტუდიის ტერიტორიას არ გაყიდის.
“კულტურის მინისტრმა თქვა, რომ ეს არის ჭიქაში ქარიშხალი. მე ასე არ ვფიქრობ. ძალიან კარგი საუბარი გაიმართა. იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში კინომატოგრაფისტები ეკონომიკის მინისტრს და კულტურის მინისტრს შევხვდებით და ბოლოს და ბოლოს “ქართული ფილმის” დირექტორი დაინიშნება. კინოსტუდიას ძალიან დიდი მიღწევები აქვს და გიორგი კვირიკაშვილი აუცილებლად უნდა მოვიდეს – თუკი შენ კინოსტუდიას მართავ, უნდა იცოდე, რა გაკეთდა. მან თავის თვალით უნდა ნახოს, ბოლოს და ბოლოს სუფრას გავუშლით, ოღონდ მოვიდეს, სიმღერას ვუმღერებთ”, – განუცხადა ჟურნალისტებს ელდარ შენგელაიამ.
რეჟისორები ეკონომიკის მინისტრს, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკაშვილს კინოსტუდია “ქართული ფილმის” დირექტორად ოთარ ლითანიშვილის დანიშვნას სთხოვენ.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპი იწყება
შემდეგი სტატიამოსკოვის მერიაში უარყოფენ, რომ ნემცოვის მკვლელობის ღამეს მიმდებარე ტერიტორიაზე სათვალთვალო ვიდეოკამერები გამორთული იყო