ისლანდიამ ევროკავშირზე უარი თქვა

ისლანდიამ 2009 წელს ევროკავშირში შეტანილი წევრობის განაცხადი უკან გამოიწვია, რითაც ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე უარი თქვა.
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გუნარა ბრაგიმ პრესასთან ურთიერთობისას განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიმართა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას ლატვიას, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის უკან გამოწვევის შესახებ.

განაცხადის გამოწვევის საფუძველი გახლდათ ისლანდიის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომლის კენჭისყრისას დეპუტატთა უმრავლესობამ ევროკავშირზე უარის თქმას დაუჭირა მხარი.

banner
წინა სტატიაშიეკონომიკური გუნდის მინისტრები დღეს პარლამენტში არ მივლენ
შემდეგი სტატიააშშ საქართველოში ახალ ელჩს ნიშნავს