18.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 27, 2024
banner

ეკა ყუშიტაშვილის პირველი კომენტარი-არავის საქმე არაა ვის როგორ ვაგინებ… კომენტარებისგან თავი შეიკავეთ , მადლობა რუსთავი ორს პოპულარობისთვის :)))))))

“პატრულებს ხშირად ვაგოიმებ, ვაგინე და გამიშვეს რაა,”- ეს განცხადება ეკა ყუშიტაშვილმა “კურიერთან” საუბრისას სკანდალური ვიდეოების გავრცელების შემდეგ გააკეთა.
ყუშიტაშვილი აცხადებს, რომ ის არ იცნობს საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსნებს და ტყუილს ამბობდა ამ ვიდეოშიც და სხვა დროსაც.

“აი, მართლა მომეშალა ნერვები და მომაწვა. პატრული მაიძულებს, რომ აგინო და მე გამოვედი ცუდი. დასაცინი გამოვედი ამ ვიდეოთი. ყველა, ვინც უსამსახუროდ დარჩა, პატრულში მუშაობს. ხშირად ვაგოიმებ ხოლმე, რომ ვეუბნები ცინარიძეს ვურეკავთქო იჯერებენ. ამ დროს ძმაკაცსს ვურეკავ ხოლმე,”- განაცხადა ეკა ყუშიტაშვილმა.
კითხვაზე, თუ ის არ იცნობდა ყუშიტაშვილს, მაშინ როგორ გაიგეს მისი სატელეფონო ზარის შესახებ სადისპეჩეროში, მას პასუხი არ აქვს და იცინის.
“არ ვიცი, როგორ და რანაირად გაიგეს. უბრალოდ გავრცელდა. ეტყობა, გულმა უგრძნოთ. ფაქტია, გამომიშვეს. პროსტა, ძაან ვაგინე და, ეტყობა, იფიქრეს გიჟიაო,” – განაცხადა ყუშიტაშვილმა.

 

 

 

banner
წინა სტატიაშივაზაგაშვილის სკანდალური ინტერვიუ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე, საპატრულო პოლიციის უფროსის დავით ცინარიძის კანდიდატურა განიხილება