ეთნოგრაფიულ მუზეუში დღეს “არტ-გენი 2015” დაიხურება

ეთნოგრაფიულ მუზეუში დღეს ფესტივალი “არტ-გენი 2015” ნიაზ დიასამიძის და “33ა”-ს კონცერტით დაიხურება. 12:00 საათიდან ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მუზეუმის ტერიტორიაზე ქართული რეწვის და ჭედურობის ნიმუშების გამოფენები დაათვალიერონ, ასევე ქართული სამზარეულო დააგემოვნონ. 18:00 საათიდან კი ეთნოგრაფიული მუზეუმი აჭარის რეგიონის და ლატვიურ ქორეოგრაფიული ანსამბლ “შაიმეს” გამოსვლას უმასპინძლებს.
ფესტივალი “არტ-გენი 2015” 28 ივნისს იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში, დავით კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიხსნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გაგრძელდა, შემდეგ კი თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში გადაინაცვლა.
ფესტივალის დაარსებიდან მე-12 წელს ფესტივალის ორგანიზატორებმა მთავარ თემად “წიგნი და ბიბლიოთეკა” აირჩიეს. “არტ-გენსა” და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება ფოლკლორის კაბინეტი, რომელშიც ფესტივალის მიერ მთელს საქართველოში თორმეტი წლის მანძილზე შეგროვილი და დაარქივებული უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები განთავსდება. “არტ-გენზე” კი, ეთნოგრაფიულ მუზეუმში განთავსებულია წიგნის სკივრი, სადაც შემოწირულ წიგნებს ნებისმიერი მსურველი ეცნობა.

banner
წინა სტატიაში“თბილისი 2015”-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება
შემდეგი სტატიადღეს, “ჰით ბათუმი 2015”-ის ჯაზის დღეები Snoop Dogg-ის კონცერტით დასრულდება