“ევროპისა და საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება,”- მიხეილ სააკაშვილი

“ევროპისა და საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება,”- ამ განცახდებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

ბრატისლავაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი უკვე შეხვდა თავის ამერიკელ და ევროპელ პოლიტიკოსებს და გამართა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა “კურიერთან” ოდესაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა. მიხეილ სააკშვილი ამბობს, რომ ოლქში რეფორმების გატარება დაიწყო და ბევრი წინააღმდეგობა უკვე გამოჩნდა. როგოც სააკაშვილი ამბობს, ახალი რეფორმების წინააღმდეგ ოლიგარქები მიდიან.

“ძალიან ბევრი დაგვიპირისპირდა. ჩაირთო მთელი სიმძლავრე ადგილობრივი ოლიგარქები მოიმართნენ ახალი რეფორმების წინააღმდეგ. რუსეთის ტელევიზია მთელი სიმძლავრით არის ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ამ ბარიერებს გავარღვევთ იმიტომ, რომ ხალხს ეს სურს. ჩვენი ამოცანაა როგორც თავის დროზე საქართველოში ბევრ ახალ ადამიანს გავუხსნათ გზა პოლიტიკაში, “- აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს შეხვდა