“ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება”-ალასანია ALDE-ს განცხადებაზე საუბრობს

ევროპარლამენტის ALDE ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად მომდევნო საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის დონის, მედიის თავისუფლების, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის კუთხით გადამწყვეტი ტესტი იქნება.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია ამ განცხადებას სერიოზულ გზავნილად მიიჩნევს და ამბობს, რომ ALDE-ს ეს განცხადება მოწმობს, რომ ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება.

„ფორმა განცხადებისა არის დახმარების სურვილი, რომ განგაშის ზარი შემოკრან, რომ საქართველომ არ დაუშვას ისეთი შეცდომა, რომ არ მიაღწიოს იმ ზღვარს, რომლის შემდეგაც უკან მოტრიალება, ჩვენი იმიჯის, ჩვენი პარტნიორობა ევროპელებთან უკვე უხერხული გახდება. ALDE-ს ეს განცხადება მოწმობს იმას, რომ მთელს ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ჩვენც სასწრაფოდ უნდა შევცვალოთ ჩვენი ძალისხმევით ის იმიჯი, რომელიც დაიმკვიდრა ჩემდა სამწუხაროდ დღევანდელმა მთავრობამ,“ – ირაკლი ალასანია.

გაერთიანების სიდიდით მესამე პარტია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ნიშნებზე საუბრობს და ხელსუფლებას საარჩევნო სისტემის დროული რეფორმირების, სასამართლოს მიუკერძოებლობისა და ეფექტურობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი და გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდებიან
შემდეგი სტატია“საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ არ დგას”- ნინო გვენეტაძე “რუსთავი2-ის” შესახებ საუბრობს