“საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ეჭვქვეშ არ დგას”- ნინო გვენეტაძე “რუსთავი2-ის” შესახებ საუბრობს

“საკანონმდებლო დონეზე პროცესის გამჭვირვალობა ამ შემთხვევაში ეჭქვეშ არ დგას,”- ასე გამოეხმაურა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე.

“რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ ნახოთ ეს განცხადება. ვიტყოდი ყველა საქმესთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საკანონმდებლო ბაზა ფაქტობრივად სრულყოფილია. პროცესზე დასწრების, გაშუქების და კრიტიკის გამოთქმის უფლება არსებობს ღიად. ვისურვებდი, რომ სასამართლოსაც მიეცეს ფუნქციონირებისა და მართლმსაჯულების განხორციელების საშუალება. თუმცა ასევე გავიმეორებ ჩვენს მიერ განცხადებაში გამოქვეყნებულ დებულებებს, რომ ჩვენ მზად ვართ კრიტიკისათვის. თუმცა ამ პოროცესს სიმშვიდე და მხარდაჭერა სჭირდება,”- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება”-ალასანია ALDE-ს განცხადებაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაისრაელში ქართველი ახალგაზრდა გარდაიცვალა