თინა ხიდაშელი და გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს ხვდებიან

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის, საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეხვედრა მიმდინარეობს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან განხილვის მთავარი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები, საქართველოს მოლოდინები ვარშავის სამიტზე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის საკითხებია.
თინათინ ხიდაშელი და გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში იმყოფება. საქართველოს დელეგაცია ბელგიის სამეფოში დღეს გამთენიისას გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანიას თქმით, ის პოსტის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს
შემდეგი სტატია“ევროპაში საქართველოს მთავრობის მიმართ დამოკიდებულება იცვლება”-ალასანია ALDE-ს განცხადებაზე საუბრობს