დონეცკში ტერორისტები საცხოვრებელ სახლებს ესვრიან – არის მსხვერპლი

დონეცკში ტერორისტები საცხოვრებელი სახლების დაბომბვას ახორციელებენ, რის შედეგადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოქალაქეებში. “უკრინფორმის” ინფორმაციით, ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს დონეცკის საოლქო შსს-ს სამმართველოს უფროსი ვიაჩესლავ აბროსკინი.
მისი თქმით, ტერორისტები საცხოვრებელ სახლებს ნაღმტყორცნებიდან ესვრიან, რის შედეგადაც, სუვოროვის ქუჩაზე ახალგაზდრა ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი დაიჭრა. ასევე დაიჭრა მამა და მისი ქალიშვილი.
აბროსკინის ინფორმაციით, უგლეგორსკში ტერორისტები “გრადის” ტიპის იარაღით ისვრიან, რის შედეგადაც დაიღუპნენ 16 და 7 წლის ძმები, მძიმედ დაიჭრა მათი 8 წლის და, რომელიც ქალაქის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჭიკაიძე – მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, ვინც საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს
შემდეგი სტატიაუკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა