დონალდ ტუსკი: ადგილზე უნდა შევაფასო ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვა

ევროკავშირის პრეზიდენტი, დონოლად ტუსკი, ხვალ ადმინისტრაციულ საზღვარზე ჩასვლას აპირებს.

როგორც მან დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ადგილზე გეგმავს ვითარების ნახვას და აპირებს, ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვის საკითხი შეაფასოს.

“ხვალ ვეეწვევი ადმინისტრაციულ საზღვარს, რათა კიდევ ერთხელ შევაფასო ვითარება ახალი დემარკაციული ნიშნების აღმართვასთან დაკავშირებით. მე საქართველოში ვიმყოფები იმისთვის, რომ დავაფიქსირო, თქვენი ქვეყანა ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შეიძლება ევროპა ყველაფერს არ გაძლევთ, რისი მიღების სურვილიც გაქვთ, მაგრამ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს მხარდაჭერას,” – აცხადებს დონალდ ტუსკი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ევროკავშირის პრეზიდენტის ვიზიტი საოკუპაციო ხაზის მოძრაობის დროს მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: საქართველო რეალური ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობაში