დეპარდიე რუსული პასპორტით ამაყია

ჟერარ დეპარდიე - პერსონა ნონ გრატა უკრაინაში

ჟერარ დეპარდიე - პერსონა ნონ გრატა უკრაინაშიფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ დღეს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოხარულია თავისი რუსული პასპორტის გამო. მსახიობმა დაამატა, რომ მოსკოვში ბინის ყიდვაზე ოცნებობს და ასევე უნდა ციმბირში იცხოვროს. “ვაღმერთებ ჩემს რუსულ პასპორტს. შინაგანად ვგრძნობ, რომ რუსი ვარ” – განაცხადა დეპარდიემ.
ამასთანავე, მან თქვა, რომ არასდროს უნდოდა აშშ-ს მოქალაქე გამხდარიყო და დაამატა, რომ თუკი ევროპელები უარს იტყვიან ამერიკულ გავლენებზე, ეს უკეთესი იქნება ევროპისათვის.
2012 წელს მსახიობი საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას იმ მოტივით აპირებდა, რომ ქვეყანა მილიონზე მეტი ევროს ქონის შემთხევვაში 75%-იან გადასახადს აწესებდა. მან განზრახვა იმიტომ შეიცვალა, რომ ოლანდს კანონპროექტი არ დაუმტკიცეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია
შემდეგი სტატიაბრიუსელში თურქმა და ბელგიერლმა სპეცაგენტებმა იჩხუბეს