დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 15 სექტემბერს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია “თელასის” ინფორმაციით დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო ხვალ თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მერჩულეს, თელეთის, ცურტაველის, ქუმსიაშვილის და ხუციშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის დასახლების, მინდელის, საირმის და სულხან ცინცაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას, თევდორე მღვდლის, ცემის, ევდოშვილის, ზუგდიდის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიდი ლილოს და აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზედაზენის, კონიაკის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, პეტრე გრუზინსკის, მოლოკოვის და ჯავის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

banner
წინა სტატიაშიOnline საპარლამენტო არჩევნები 2016
შემდეგი სტატიასაინფორმაციო კამპანიას “დაიცავი თავისუფლება” იწყება