დაუზღვეველი ავტომობილების მფლობელებს სავარუდოდ ზარალი არ აუნაზღაურდებათ

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

თითქმის დასრულებულია იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მოსახლეობას სტიქიის შედეგად მიადგა.

სადაზღვევო კომპანიებმა უძრავი და მოძრავი ქონების მეპატრონეებს ზიანის 70 პროცენტი უკვე დაუფარეს.

რაც შეეხება დაუზღვევლი ავტომობილების მფლობელებს, მათი კომპენსაციის საკითხი ამ დრომდე არც მერიაში და არც ცენტრალურ მთავრობაში არ განიხილება.

13 ივნისს დაზიანებული მანაქანების საფასურს მეპატრონეები სავარაუდოდ ვერ მიიღებენ, ასეთი კი სულ 40-მდე მანქანაა.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილი ზარალის ანაზღაურების აუცილებობაზე საუბრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა სასამართლოს მიმართონ.

banner
წინა სტატიაშიწყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიასტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ანგარიშებზე 23 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა