დავით უსუფაშვილი – მთავრობის ორი “რესპუბლიკელით” განახლების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით მიიღო

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტი“მოვუსმინოთ, მაგრამ ნუ ავცდებით გზას, ნუ გადავალთ იმ მოედანზე, რომელიც არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ, რომ ოპოზიციის საქმეა სიტყვა, ჩვენი საქმეა საქმე. ჩვენმა საქმემ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ჩვენ ვსაუბობთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, რამდენიმე საკითხზე, რომელიც დღეს წამოიჭრა, შეიძლება დებატები, მაგრამ დანარჩენზე ძნელია დიალოგი იმ ფორმატში, რაშიც აღმოჩნდნენ.
“მე მგონია, რომ განახლებული მთავრობა განახლებული პროგრამით და ენერგიით გააგრძელებს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ბოლომდე მიყვანას და გამოვყოფდი 3 ასეთ საკითხს _ პირველი, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც არის ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს უფლება რაიმე სახის პოლიტიკური არასტაბილურობის, პირიქით ყველა სტრუქტურა მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოს. ყველას გვესმის, რომ უკიდურესად არაპროგნოზირებადი გარემოა და ყველამ ვიცით, რეგიონში მიმდინარე პროცესები რას უქადის საქართველოს. ამიტომ განახლებულ მთავრობას პირველ რიგში ამ მიმართულებით ვთხოვ ყურადღებას; მეორე, ჩვენ უნდა დავასრულოთ დემოკრატიული რეფორმები მომავალ არჩევნებამდე; მესამე, ესაა სამუშაო ადგილები. ჩვენ გაცილებით მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს არის პირველი წამალი ყველაფრისთვის, ლარის კურსი იქნება თუ სხვა თემები”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და დასძინა, რომ იმის პროგნოზირება, რაც რეგიონში მოხდა, 2 წლის წინ შეუძლებელი იყო, მათ შორის, უკრაინის ომი.

“მე მინდა შევეხო ერთ თემას, რომელიც სპეკულაციის საგანი გახდა ბოლო ხანებში. ათასნაირი ახსნა მოეძებნა იმ ფაქტს, რომ განახლებულ მთავრობაში განახლება მოხდა ორი “რესპუბლიკელის” მთავრობაში გადანაცვლებით. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. ეს არის ჩვენი მხრიდან დამატებითი პასუხისმგებლობის აღება; ეს არის ჩვენი მხრიდან იმ პირობის გაგრძელება, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოსვლის პირველივე დღიდან განაცხადა. მან ბრძანა, რომ ხედავდა “რესპუბლიკურ პარტიას” სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ განვაცხადეთ მზაობა სტრატეგიული პარტნიორობისთვის და ეს არის ნაბიჯი სწორედ სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით. კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება – ეს გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით. დიახ, ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და კოალიციის ყველა პარტნიორი იყო ჩართული შემდგომ პროცესში. ჩვენ ძალიან ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ და ეს ყველაფერი გამოჩნდება ჩვენი კოალიციის თუ მთავრობის უფრო ხმაშეწყობილი და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადაყვანით და ეს წაადგება ქვეყანას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიციის საქმიანობაში ხარვეზები შეინიშნებოდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა და ამის მაგალითად “თავისუფალი დემოკრატების” უმრავლესობიდან გასვლა დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიუუფლებო მოვალობის მქონე სახელმწიფო-ნინო გოგუაძე
შემდეგი სტატიადღევანდელმა მთავრობამ შეძლო, რომ ყველა სავალუტო კურსის გამომსახველ ბანერს უყურებს