უუფლებო მოვალობის მქონე სახელმწიფო-ნინო გოგუაძე

პარლამენტიუუფლებო მოვალობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტები დღევანდელი ხელისუფლების პირობებში პირადი ანგარიშსწორების იარაღი ხდება, – ასე აფასებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ნინო გოგუაძე პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობას.

“უუფლებო მოვალეობამ ისე მოიცვა და ისე განმსჭვალა “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომ სახელმწიფოს ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების ერთმანეთთან პატივისცემის და ერთმანეთთან ურთიერთობის მოვალეობის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა. მაგრამ ეს არა მხოლოდ ფუნქციონალურ გათიშვას იწვევს ინსტიტუტებს შორის. უუფლებო მოვალობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტები პირადი ანგარიშსწორების იარაღი ხდება იქ, სადაც ესა თუ ის ადამიანი კეთილსინდისიერად ცდილობს შეასრულოს მასზე კონსტიტუციურად დაკისრებული მოვალეობა. სწორედ ამას ადასტურებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მთავრობისა და უმრავლესობის ურთიერთდაპირისპირება. ხოლო ამ დაპირისპირებას ყველაფერთან ერთად პრეზიდენტის ინსტიტუტის და საერთოდ სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟიც ეწირება”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ხელისუფლების უუფლებო მოვალეობა არის პარადოქსული მოვლენა, ვითარება, რომელშიც გარკვეული ცინიზმიც გამოსჭვივის. მთავარი კი ისაა, რომ ხელისუფლების შტოებში უუფლებო მოვალეობის გავრცელება არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამღუპველია.
“ჩვენ ერთად ვიბრძოდით, და ერთად დავამარცხეთ ავტორიტარული ხელისუფლება. ამ გამარჯვებით ჩვენმა ქვეყანამ და მასთან ერთად ყოველმა ჩვენგანმა მოვიპოვეთ შანსი და შესაძლებლობა, იმისა, რომ თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია ნამდვილი და უტყუარი გამხდარიყო. ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისთვის,რომ საქართველო ევროპული დემოკრატიის ქვეყანა, ადამიანი კი ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ღირებულება ყოფილიყო. ჩვენ თითქოს ერთად გვჯეროდა, რომ გამარჯვების შემდეგ სახელმწიფოში დავამყარებდითკანონის უზენაესობას, დავამყარებდით კანონის გარდუვალობის და უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს, ქვეყნის მართვას კი გაინაწილებდნენ დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიულისახელმწიფო ინსტიტუტები, რომელთა შორისურთიერთპატივისცემაზე დამყარებული თანამშრომლობა გაიშლებოდა.

 

ჩვენ ერთად ვიბრძოდით იმისთვის, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ მომხდარიყო ხელისუფლების უზურპაცია ერთი რომელიმე ინსტიტუტის ან ერთი რომელიმე ადამიანის მიერ. სწორედ ამიტომ პირველ რიგში ჩვენ მოგვეთხოვება შექმნილი პრობლემების ნათლად, გარკვევით დანახვა და გააზრება. მაგრამ ეს არაა ადვილი, რადგან სისტემური ძალადობისა და სისატიკის აღკვეთის გარდა თუ რამე არსებითად განასხვავებს ახლანდელ ხელისუფლებას წინამორბედისგან, არის მოჭარბებული ბუნდოვანება. სწორედ რომ ბუნდოვანია ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკა; გაურკვეველი და რაღაცნაირად გადღაბნილია ხელისუფლების როგორც განცხადებების საერთო შინაარსი, ასევე პრაქტიკული საქმიანობა. მოგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების: საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობას აქვს, აკისრია კანონითა და კონსტიტუციით განსაზღვრული მოვალეობები; მაგრამ ორივე მათგანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ თავისი კანონიერი და, ცხადია, სავალდებულო მოვალეობების შესასრულებლად აუცილებლად სჭირდება სპეციალური ნებართვის, უფლების მიღება. ხელისუფლების უუფლებო მოვალეობა არის პარადოქსული მოვლენა, ვითარება, რომელშიც გარკვეული ცინიზმიც გამოსჭვივის. მთავარი კი ისაა, რომ ხელისუფლების შტოებში უუფლებო მოვალეობის გავრცელება არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამღუპველია”,-აღნიშნა გოგუაძემ.
მისივე თქმით, ისევე დამღუპველი შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოში დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომლის დანახვა და აღმოფხვრა ხელისუფლების მოვალეობაა.
“გაძვირებული კრედიტები, პროდუქტებზე გაზრდილი ფასები და კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა- ასეთია ჩვენი ცხოვრების ნამდვილი ყოველდღიურობა. მაგრამ ჩვენი ხელისუფლება – “ქართული ოცნების” მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა – ეკონომიკურ კრიზისს ჯიუტად არ იმჩნევს, არ აღიარებს, არამედ უარყოფს მის არსებობასაც კი! მაგრამ ამდენი ნათელი გონების კოლექტიური დაბნელება, დამეთანხმებით თითქმის შეუძლებელია. რაც იმას ნიშნავს, რომ მათუბრალოდ არ გააჩნიათ შესაბამისი უნარი და შესაძლებლობა, რომ ხალხი და ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისიდანგამოიყვანოს”,-აღნიშნა ნინო გოგუაძემ.
დეპუტატის აზრით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა მართლაც რომ საკმაოდ გადღაბნილია, ორაზროვანია, რაზეც ამაზე მეტყველებს ხელისუფლების დაზეპირებული განცხადებები ქვეყნის დასავლური და ევროატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე; რასაც ახლავს იმავე ხელისუფლების სხვა წევრების მხრიდან ხშირადამ განცხადებების საპირისპირო განცხადებები.
“ასეთ ვითარებაშითავდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნაც მხოლოდ ფასადის შელამაზება შეიძლება აღმოჩნდეს, კიდევ ერთი საზეპიროს გამეორება.თუმცა მალე გახდება ნათელი იგი საქმით შეასრულებს დამოუკიდებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის როლს, თუ მხოლოდხმამაღალი სიტყვით. პირადად მისი და მთლიანად „რესპუბლიკური პარტიის“ განზრახვა შეიძლება არც იყოს საეჭვო, მაგრამ სწორედ დამოუკიდებელისაქართველოს ისტორია გვარწმუნებს, რომ სახელმწიფოსა და პოლიტიკაში უმეტესად მართვის არსებული მეთოდები ცვლიანდა განსაზღვრავენ ადამიანებს და არა პირიქით. ამიტომ ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს, რათა არავინ მოატყუოს ძალაუფლების ბურუსმა. თავს იტყუებს, ვისაც ჰგონია, რომ თუ შუაგულ ბრძოლაში გულზე ხელს დაიკრეფს, მისი ამ ჯადოსნური ჟესტის ძალით ბრძოლა დამთავრებული აღმოჩნდება, თვითონ კი გამარჯვებულებს შორის. თავს იტყუებს, თუ ჰგონია, რომ აპლოდისმენტების დიდსულოვნად მოსმენის გარდა, მხოლოდ ის ევალება,რომ მისი აზრით დამარცხებულ მოწინააღმდეგეს საქციელი დაუწუნოს, დატუქსოს და ჭკუაც დაარიგოს. მაგრამ ზოგისთვის ადვილი როდია იმის დაჯერება, რომ არსებობენ ადამიანები, თანაც პოლიტიკოსები, რომლებიც არასოდეს იკადრებენ ჭორიკნების გასახარად ყველაფრის გამომზეურებას. რადგან ეს იციან, იმედოვნებენ, რომ დაუსჯელად და უტიფრად შეუძლიათ სწორედ იმის გაკეთება მოსთხოვონ ადამიანს თავისი ნათქვამის დასადასტურებლად, რასაც არ იკადრებს არცერთი თავმოყვარე და ღირსების მქონე ადამიანი, შესაბამისად, არ იკადრებს არცერთი ჩვენგანი, არცერთი თავისუფალი დემოკრატი. ეტყობა ზოგისთვის ადვილია, როცა კი დასჭირდება, ბოროტად ისარგებლოს სხვისი ღირსებით , თუნდაც ეს საკუთარი ღირსების ფასად დაუჯდეს”-აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

 
მანვე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” გუშინდელი სხდომაცი გაიხსენა. “გუშინ ჩვენი ფრაქცია შეხვდა პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს. სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრმა ჩვენს არც ერთ კითხვას არ გასცა პასუხი, არამედ მათ თავი აარიდა და სიტყვა ბანზე აგვიგდო. სამაგიეროდ,შეხვედრის ბოლოს მან წამოიწყო დაწვრილებით საუბარი ირაკლი ალასანიაზე და „კაბელების საქმეზე“, თუმცა ამის თაობაზე არავის არაფერი უკითხავს მისთვის. ცხადია, ჩვენ შევეცადეთ, რომ მას შეეწყვიტა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ გვსურდა, ჩვენი ყოფილი თანამებრძოლის და საქართველოსმთავრობის ამჟამინდელიხელმძღვანელის მიერ შეთხზული ამბები, რომელსაც ჩვენ თავისუფალმა დემოკრატებმა არაერთხელ გავეცით საკადრისი პასუხი, კიდევ ერთხელ მოგვესმინა, და არც ის გვინდოდა, რომ მას ნებით თუ უნებლიეთ, კიდევ ერთი დანაშაული ჩაედინა იმ ადამიანების წინაშე, რომელთა უდანაშაულობის პრეზუმპცია უკვე არაერთხელ დაარღვიეს. გუშინ პრემიერმონისტრის შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან აღიქმებოდა სრულიად აშკარა ზემოქმედებად სასამართლოზე, რომლის მორიგი სხდომა ..16. მაისს უნდა გაიმართოს. ესეც რომ არ იყოს, დღეს პარლამენტისგან ნდობის გამოცხადებას ითხოვს მთავრობა, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში ჩააგდო და არ გააჩნია არც უნარი, არც შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო და ხალხი შექმნილი ვითარებიდან გამოიყვანოს. მთავრობა, რომელმაც უარი თქვა ადამიანის პატივისცემაზე, ნდობაზე და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე, მთავრობა, რომელმაც გააგრძელა მოსახლეობის დაყოფა და დაპირისპირება, მთავრობა, რომელმაც უარი არ თქვა პროკურატურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე და ა.შ. ამიტომ ცხადია, რომ ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები”, ამ მთავრობას მხარს არ დავუჭერთ”,-განაცხადა ნინო გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაშიეს ომახიანობა, ეს უტიფრობა, ტყუილების კორიანტელი მხოლოდ დღევანდელ დღეს გადააგორებინებს ხელისუფლებას და იმ მძიმე ვითარებას, რაც ქვეყანაშია, ვერ შეცვლის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – მთავრობის ორი “რესპუბლიკელით” განახლების გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილმა ჩემი წინადადებით მიიღო