დავით უსუფაშვილი: თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან, რას იძიებენ და რატომ იძიებენ

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, თუკი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი მხოლოდ გამოქვეყნებული მასალა გახდა, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო.

უკრაინულ “ვიკილიქსში” გამოქვეყნებულ მასალასთან და მის საფუძველზე საქართველოში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარლამენტის ბიურის სხდომაზე გააკეთეს. მათი თქმით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე საქმე რუსეთის მიერ კონტოლირებად საიტზე გამოქვეყნებული მასალის საფუძველზეა აღძრული. დეპუტატმა გიგი წერეთელმა უსუფაშვილს მიმართა, ჩაერთოს საქმეში და გაერკვეს, კონკრეტულად რაზე მიდის ძიება.

“მე ნამდვილად თავს შევიკავებ სადმე დარეკვისგან და იმის გარკვევისგან, რას იძიებენ და რატომ იძიებენ. არა მგონია, ეს ჩემი ან თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში შედიოდეს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე ამის მოკითხვა. ამასობაში, დარწმუნებული ვარ, თუ მსგავს გამოძიებას საფუძვლად უდევს, ის დოკუმენტი, რომელზეც თქვენ მიანიშნეთ, ეს ძალიან მალე გამომზეურდება და ეს რბილად რომ ვთქვათ, უკიდურესად დამაზარალებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ასეთ დოკუმენტზე ასეთი გამოძიება დაიწყო. თუ სხვა საფუძველი აქვთ, ესეც მალე გამოჩნდება. მთავარია გამოძიება, სასამართლოს წარმართვა იყოს გამჭირვალე და არ დაირღვეს არავის უფლება. სისხლის სამართლის საქმის აღძვრით არავის უფლება არ ირღვევა. მთავარია პროცესში ეს უფლება არ დაირღვეს”, – განაცხადა უსუფაშვილმა ოპოზიციონერი კოლეგების პასუხად.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ ამ კადრებს იყენებს იმისათვის, რომ არჩევნების წინ რეალობა შეცვალოს
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4067 ლარია