ნინო ბურჯანაძე: თუ ხელისუფლება რუსეთთან დიალოგს არ დაიწყებს, საზღვრის გადმოწევის პროცესი გაგრძელდება

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“ჩვენ კიდევ ბევრჯერ აღვშფოთდებით და ევროპა კიდევ ბევრჯერ შეშფოთდება, მაგრამ პრობლემა ვერ მოგვარდება”, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა , ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“თუ ხელისუფლება არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს და არ დაიწყებს დიალოგს რუსეთთან, აუცილებლად გაგრძელდება საზღვრის გადმოწევის პროცესი. ჩვენ კიდევ ძალიან ბევრჯერ აღვოთდებით და ძალიან ბევრჯერ შეშფოთდებიან ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მაგრამ ამას რეალურად არანაირი შედეგი არ მოყვება, თუ არ იქნება პირდაპირი დიალოგი. აღშფოთება-შეშფოთების სერიალი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს,” – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიორა თაქთაქიშვილი: ბატონო ვახტანგ, გესმით, საერთოდ რა თანამდებობაზე ინიშნებით
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე: ივანიშვილი მოქმედი ფიგურა რომ იყოს, გუნდში კარგი თავდამსხმელი და დამცველი გვეყოლებოდა