დავით საგანელიძე – ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უმრავლესობაში რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს და ამის შესახებ გავრცელებულ ხმებს ოპონენტებისა და გარკვეული ორგანიზაციების სურვილად მოიხსენიებს.

საბოლოო ჯამში ყველაფერზე გადაწყვეტილებას და მოსაზრებას ხალხი აფიქსირებს, ესაა ყველაზე საინტერესო, – ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლომ “თავისუფალი დემოკრატებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ერთობლივი სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა დროებით შეაჩერა.
როგორც საგანელიძემ აღნიშნა, როცა პარლამენტი ამ კანონს იღებდა, ყველა ინსტანცია იყო ჩართული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
“მონაწილეობდა ძალიან ბევრი საფინანსო ინსტიტუტი, საერთაშორისო ორგანიზაცია, გასაგებია, რომ არსებობდა განსხვავებული მოსაზრებები, რომელთა შეჯერება მოხდა საბოლოო ჯამში და პარლამენტმა ეს კანონი მიიღო. ძალიან ვწუხვარ, რომ ყოველივე ამის შემდეგ ამ საკითხს პოლიტიკური ანგაჟირება მიეცა. იმიტომ, რომ ვის მიერაც ეს საკითხი გაპროტესტებული იქნა, მე მგონი, ხედავთ შემადგენლობას, ხედავთ იმას, რომ ამას გარკვეულად პოლიტიკური ელფერი მიეცა. მაგრამ სასამართლო მაინც სასამართლოა. ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. საბოლოო ჯამში, ყველაფერზე გადაწყვეტილებას, მოსაზრებას საზოგადოება და ხალხი აფიქსირებს. ესაა ყველაზე საინტერესო”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.
სარჩელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოამზადეს.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანგაჟირებული და პოლიტიკური იყო