დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ანგაჟირებული და პოლიტიკური იყო

ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ და საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველა დაექვემდებარება , – ამის შესახებ ეკონომიკისა დ მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც სასამართლომ საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა დროებით შეუჩერა.
“ჩვენ სამართლებრივი ქვეყანა ვართ და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ყველა დაექვემდებარება. ჩემი სუბიექტური და პირადი მოსაზრებით, გადაწყვეტილება იყო ანგაჟირებული და პოლიტიკური, გამომდინარე იქიდან თუ როგორ გაიყო ხმები მისი მიღებისას. ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო რეფორმის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ამ რეფორმების ნაწილში, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი მოსახლოებისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობა, რომელიც აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის სტრუქტურული რეფორმების ნაწილი, რომელსაც უნდა გამოევლინა და ეჩვენებინა კომერციული ბანკების კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა.
“ეს არის ხედვის ნაწილი. ჩვენ როგორც პოლიტიკური გუნდი, ვხედავდით კიდევ უფრო გამჭვირვალე ზედამხედველობის ინსტრუმენტების ჩამოყალიბების შესაძლებობას. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ეტაპზე ამას სჭირდება დამატებითი დისკუსიები, კი ბატონო, განიხილოს”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელი წარმოებაში მიიღო და საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მუშაობა შეაჩერა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის ცხრავე მოსამართლემ მხარი დაუჭირა საქმის წარმოებაში მიღებას, ხოლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერებას ხმა 5-მა მოსამართლემ მისაც, ხოლო ოთხი წინააღმდეგი იყო.
სარჩელი “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა მოამზადეს.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე – ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა