საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის გავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა , რომლის თანახმადაც ზედამხედველობის სამსახურის შექმნის პროცესი შეჩერდა და მთავრობას მოუწოდა დრო, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებამდეა დარჩენილი, გონივრულად გამოიყენოს.
“საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ჩვენი სარჩელი, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ მოამზადა და რამდენიმე კვირის წინ “თავისუფალ დემოკრატებთან” ერთად შეიტანა. წარმოებაში მიღება ნიშნავს, რომ მოთხოვნა ამ ახალი სააგენტოს შექმნის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა. ანუ ამ სააგენტოს ჩამოყალიბება და ამავდორულად ეროვნული ბანკის, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუციის რღვევა შეჩერებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, საბანკო სისტემა არ მოექცევა ივანიშვილი-მეჭიაურის პოლტიკური ზეგავლენის ქვეშ, მაგრამ ეს დროებითია. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიყენოს ეს პაუზა, გადახედოს ამ ერთი კაცის ახირებულ სურვილს და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სააგენტო არ ამოქმედდეს. ეს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნოემბერში აღარ იქნება არცერთი დევნილი, რომელსაც სახლი არ ექნება”
შემდეგი სტატიადავით საგანელიძე – ვნახოთ, საბოლოო ჯამში რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო