დავით ნარმანია: გარკვეული კატეგორია დამატებით მიიღებს გაზრდილი ტარიფის ანაზღაურებას

დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველთათვის გაძვირებული ელექტროენერგიის სუბსიდირების საბოლოო გეგმას თვის ბოლოს წარმოადგენს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით იქნება შემოღებული კომბინირებული მოდელი.

“გამომდინარე იქედან, რომ დედაქალაქში კომუნალური ვაუჩერების პროგრამა არსებობს და პლუს მიღებული იქნა გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ნამატი ტარიფის სუბსიდირებასთან დაკავშირებით, ჩვენთან იქნება ეს კომბინირებული, ანუ ადამიანები მიიღებენ, როგორც კომუნალურ ვაუჩერს, ასევე გარკვეული კატეგორია დამატებით მიიღებს გაზრდილი ტარიფის ანაზღაურებას”,-განაცხადა ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს (ფოტო)
შემდეგი სტატიაზურაბ ჩილინგარაშვილმა ადიგენის ყოფილი გამგებლისა და მისი მოადგილის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენზე ისაუბრა